მიიღეთ ზომები პარლამენტის იმ წევრების დასასჯელად, ვინც ქალ დეპუტატებზე იძალადეს - მიმართვა კახა კუჭავას

22.07.21 11:44
მიიღეთ ზომები პარლამენტის იმ წევრების დასასჯელად, ვინც ქალ დეპუტატებზე იძალადეს - მიმართვა კახა კუჭავას

ძალადობა ქალ დეპუტატებზე - საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატები და უფლებადამცველები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. ისინი კახა კუჭავას მიმართავენ და მოუწოდებენ, მოახდინოს რეაგირება იმ პირების მიმართ, რომლებმაც სასესიო დარბაზში ქალ დეპუტატებზე იძალადეს.

მივმართავთ კახა კუჭავას, რომ მიიღოს სათანდო ზომები პარლამენტის წევრების დასასჯელად, ვინც ფიზიკურად გამოიყენა ძალა ქალი პარლამენტის წევრების მიმართ, რადგან მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია, რადგან 18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალის საუბარი, მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ, ხელით ფიზიკურად გააჩერონ ის. ბატონო კახა, გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია, იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის, თქმით, 18 ივლისს ქალებზე პირდაპირ იძალადეს უმრავლესობის დეპუტატებმა, რაც არც ერთ თანამედროვე სტანდარტს არ შეესაბამება. 

ქალებზე პირდაპირ იძალადეს დეპუტატებმა, უმრავლესობის წევრებმა. ეს არის წარმოუდგენელი, არ შეესაბამება არც ერთ თანმედროვე სტანდარტს, რომელიც უნდა იყოს პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ თინამაც, ნონამაც და ანიმაც ეთიკის საბაჭოში შეიტანეს საჩივარი, არ გვაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე სახის რეაგირება ექნება ამას, მაგრამ მინდა, შევპირდე ყველა მოძალადეს, რომ  ჩვენ აუცილებლად გავახმოვანებთ იმ მძიმე მოვლენებს და შეფასებას, რომელიც ახლა დადგა, რადგან არავინ ამაზე არ იღებს ხმას. მხედველობაში მყავს კახა კუჭავა და ყველა ის ადამიანი, რომელიც ვალდებულია, სამართლებრივი რეაგირება მისცეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.