ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას, დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე შემოუერთდება თქვენს რიგებს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას ულოცავს.
სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუს პერსონალურად ულოცავს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ მიღწევებს.
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ამ პროცესს დროულად შეუერთდება და დაუბრუნდება ევროპულ რელსებს.
ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას ამ ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე!
გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ @Zelensky-ის და პრეზიდენტ @sandumaiamd-ს ამ მნიშვნელოვან მიღწევაზე.
დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე შემოუერთდება თქვენს რიგებს", - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიაშია და უკრაინის მშვიდობის სამიტს ესწრება.
გადაწყვეტილება მიღებულია - მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.