მცდელობა მეორე - პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს კენჭს კიდევ ერთხელ უყრის

22.07.21 11:53
მცდელობა მეორე - პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს კენჭს კიდევ ერთხელ უყრის

მცდელობა მეორე - პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი კალანდარიშვილმა ვერ მოაგროვა დეპუტატების საჭირო 100 ხმა, მაშინ ,,ქართული ოცნება" თამარ ჟვანიას შემცვლელის დასამტკიცებლად სხვა გზას მიმართავს. პოსტზე გიორგი კალანდარიშვილს მაინც დაამტკიცებს, თუმცა მხოლოდ 6 თვით. ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ 76 დეპუტატის თანხმობა. წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციის ახალ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: 

გიორგი კალანდარიშვილი 
გიორგი სანტურიანი 

ცესკოს წევრობის კანდიდატები:

გია ცაცაშვილი 
ლელა ტალიური 
თამარ სართანია 
მაია ზარიძე