"მეგზური ევროპაში" - "ლელომ" ახალი საარჩევნო კამპანია დაიწყო

15.06.24 17:18
"მეგზური ევროპაში" - "ლელომ" ახალი საარჩევნო კამპანია დაიწყო

"მეგზური ევროპაში" - "ლელომ" ახალი საარჩევნო კამპანია დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებასთან პარტიის ლიდერთა პირდაპირ კომუნიკაციასა და ამ გზით ხალხის ინფორმირებას "ლელოს" პროგრამულ პრიორიტეტებსა და ხედვებზე.

"ლელოს" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ხალხთან შეხვედრა და მათთან საუბარი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ პარტიამ ამომრჩეველს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნოს.

ვიყენებთ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ხალხს გავაცნოთ, ჩვენი საპროგრამო ხედვები, მათ შორის, როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და მომავალი. დღეს აქ შევიკრიბეთ პარტიის ლიდერები იმისათვის, რომ ეს კონკრეტული გზავნილები მივიტანოთ იმ ხალხთან, რომელიც ამ სივრცეში ძალიან დიდი რაოდენობით გადაადგილდება"- აცხადებს "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საბა ბუაძე.

"ლელოს საპარლამენტო" მიდვანის, ლანა გალდავას თქმით, პროექტის მიზანია, რომ ხალხმა პარტიის სულისკვეთება და ხედვები უკეთ გაიცნოს.

დღეს თბილისი ცენტრალის შენობაში გავხსენით ახალი სივრცე და დავიწყეთ ახალი კამპანია "მეგზური ევროპაში", რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენს ფასეულობებს, პროგრამულ სულისკვეთებას და  ხედვებს გავაცნობთ მოსახლეობას.მათ მუდმივად აქვთ სურვილი, რომ გაესაუბრონ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ამიტომაც, ვხვდებით მათ პირისპირ"- აცხადებს "ლელოს საპარლამენტო" მიდვანი, ლანა გალდავა.

ცნობისთვის, "ლელოს" პირველი სივრცე დღეს, 15 ივნისს, თბილისი ცენტრალში გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები