პარლამენტში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რათა მუშაობაში ხელი არ შეგვეშალოს - კახა კუჭავა

22.07.21 12:35
პარლამენტში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რათა მუშაობაში ხელი არ შეგვეშალოს - კახა კუჭავა

პარლამენტში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რათა პარლამენტის მუშაობას საფრთხე არ შეექმნას- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. კახა კუჭავას თქმით, ვერ დაუშვებს, რომ სხდომის ჩატარებას საფრთხე შეექმნას.

ნახეთ, ბოლო რიგგარეშე სხდომა როგორ წარიმართა. ერთ-ერთი სხდომა ჩაიშალა კიდეც. სწორედ წესრიგია მთავარია, რაც მე უნდა უზრუნველვყო. მოქმედებს უსაფრთხოების რეჟიმი იმისთვის, რომ პარლამენტის მუშაობას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა კუჭავამ.

 განცხადება კუჭავამ მას შემდეგ გააკეთა, ,,ლელომ"  განმარტება მოითხოვა, თუ რატომ არ უშვებენ პარლამენტის შენობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელებს.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას საშვი მივეცით, მაგრამ კვლავ არ უშვებენ. თუკი ეს უსაფრთხოების ზომები გამო ხდება, მაშინ წინასწარ გვითხარით, რომ ამ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის შემოშვება არ შეიძლება, რადგან უსაფრთხოების რისკებს ქმნის. არ შეიძლება ადამიანების ასე უსაფუძვლოდ შეზღუდვა. რაღა აზრი აქვს საშვთა სისტემას, ან პარლამენტში ადამიანების მოწვევას, თუ კი ვინმე უცაბედედ გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა შემოუშვათ“, - მიმართა ბადრი ჯაფარიძემ კახა კუჭავას.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპასუხოდ განაცხადა, რომ  უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ინფორმაციას დეპუტატებსა და დაინტერესებულ პირებს წინასწარ მიაწვდის.