რატომ შეუწყვიტეს ხელშეკრულება კაფე "მზიურის" დამფუძნებელს? - კალაძის განმარტება

16.06.24 14:34
რატომ შეუწყვიტეს ხელშეკრულება კაფე "მზიურის" დამფუძნებელს? - კალაძის განმარტება

რატომ შეუწყვიტეს ხელშეკრულება კაფე "მზიურის" დამფუძნებელს? - დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ ერთ პირზე კაფის რამდენჯერმე მიცემა, ხალხში უკმაყოფილებას იწვევდა. კალაძის თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ამ ადგილას ანალოგიური პროექტის გახორციელება და ამის შეასძლებლობა მათაც უნდა მიეცეთ. 

ეს იქნება ზუსტად სოციალური პროექტებისთვის გასახორციელებელი. რამდენჯერმა მოხდა ერთ ადამიანზე ამ კონკრეტული კაფის მიცემა, რაშიც მე მადანაშაულებდნენ. არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. ვინც იქნება, სტატუსი იქნება იგგივე, შეუცვლელი. არსებობს ალბათ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, იგივე პროექტები განახორციელონ და ამიტომ, რომ არ იყოს რამე ჩემს წინააღმდეგ ან მერიის წინააღმდეგ, გამოცხადებული იქნება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება  მიიღოს მონაწილეობა, - ამბობს კალაძე. 

"მზიურის"კაფე საფრთხეშია. სოციალურ საწარმოს გაუქმება ემუქრება. დაწესებულების ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ მერიას მზიურის შენობა აუქციონზე გააქვს და სხვა მეპატრონეს ამზადებენ. ქონების მართვის სააგენტოდან მზიურის კაფეში დოკუმენტი უკვე მივიდა.  

მსგავსი სიახლეები