"მზიურის"კაფე საფრთხეშია - სოციალურ საწარმოს გაუქმება ემუქრება
"მზიურის"კაფე საფრთხეშია. სოციალურ საწარმოს გაუქმება ემუქრება. დაწესებულების ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ მერიას მზიურის შენობა აუქციონზე გააქვს და სხვა მეპატრონეს ამზადებენ. ქონების მართვის სააგენტოდან მზიურის კაფეში დოკუმენტი უკვე მივიდა.
მზიურის ამჟამინდელ მენეჯმენტს კი აქვს ეჭვი, რომ სპონსორების და მეგობრების მხარდაჭერით რვა წლიანი სოციალური აქტივობები დასრულდება და ადგილობრივი ხელისუფლება ამ შენობით ფულის კეთებას დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე კაფე ხელმძღვანელებს უსასყიდლოდ ჰქონდათ, რადგან ისინი აქ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებდნენ.
კაფეს დამფუძნებელი ანა გოგუაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მისი აქტიურობის გამო გადაწყვიტა.
ხელშეკრულება გულისხმობს ორქლიანი ვადით შენობით სარგებლობის უფლებას უსასყიდლოდ. ეს კონტრაქტი გრძელდება ყოველ ორ წელიწადში. ჩვენ არაერთხელ არაერთი მერისთვის ჩაგვიბარებია ანგარიში და ამ ანგარიშებს თავად ბატონი კახიც ესწრებოდა, მანამდე დავით ნარმანიაც და არ ვიცი, გუშინ უცებ მოვიდა ფოსტით წერილი, რომ აღარ მიიჩნევენ მიზანშეწონილად, რომ გაგრძელეს ეს პროექტი. სურთ, რომ ბიუჯეტის თანხები გაზარდონ იმით, რომ გააქირავონ ეს სივრცე. ალბათ ჩემი პირადი დამოკიებულება არ მოეწონათ, რომ არ ვარ ჩუმად და არ ვარ ყველაფერზე ტაშის დამკვრელი. აქამე თბილისის მერიისთვის იყო მისაღები ჩვენი ეს პროექტი. ჩვენი და ჩემი მთავარი ღირებულება არის ჩვენი ევროპული მომავალი. ამ ევროპულ მომავალს რომ შეექმნა საფრთხე, ამ კუთხით რომ დავიწყე ჩეიმ აზრის გამოთქმა, ჩემი აზრით, ეს არის მთავარი პრობლემა, - ამბობს ანა გოგუაძე.