ზელენსკი თურქეთში ერდოღანს შეხვდება
ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს თურქეთში აქვს ვიზიტი დაგეგმილი - უკრაინის პრეზიდენტს უკვე ჩანიშნული აქვს შეხვედრა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ომის დასრულების გზები იქნება.
პრეზიდენტ ზელენსკის დიდი მოლოდინი აქვს ნოემბერში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრიდან. აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი აბუ დაბიში უნდა გაიმართოს.