კაფე "მზიურის" დამფუძნებელს ხელშეკრულება პოლიტიკური ნიშნით შეუჩერეს - ირაკლი ნადირაძე

16.06.24 14:37
კაფე "მზიურის" დამფუძნებელს ხელშეკრულება პოლიტიკური ნიშნით შეუჩერეს - ირაკლი ნადირაძე

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ფიქრობს, რომ კაფე "მზიურის" დამფუძნებელს ხელშეკრულება პოლიტიკური ნიშნით შეუწყვიტეს. ოპოზიციის წევრის თქმით, იმ დროს, როდესაც თავად ხელისუფლება მოქალაქეებს მიწებს და ქონებებს ართმევს, სოციალური საწარმოს შეჩერება უსამართლობაა.  

ფაქტია, რომ მაშინ, როესაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ყოველდღიურად  იტაცებენ ჩვენი მოქალაქეები ქონებას, ტყეებს, მიწებს, ბიუჯეტს, ამ დროს პოლიტიკური ნიშნის გამო უჩერებენ სოციალურ საწარმოს ხელშეკრულებას, რადგან მათ ვერ აიტანეს, რომ სოლიდარობა გამოხატეს იმ მომოტინგეების მიმართ, ვინც აპროტესტებდნენ ამ ქვეყანაში რუსულ კანონს, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

"მზიურის"კაფე საფრთხეშია. სოციალურ საწარმოს გაუქმება ემუქრება. დაწესებულების ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ მერიას მზიურის შენობა აუქციონზე გააქვს და სხვა მეპატრონეს ამზადებენ. ქონების მართვის სააგენტოდან მზიურის კაფეში დოკუმენტი უკვე მივიდა.   

მსგავსი სიახლეები