კალაძის ხელში ვხედავთ სადამსჯელო მექანიზმს, რომელსაც ცენზურისთვის იყენებს - გოგოლაძე კაფე "მზიურზე"

16.06.24 16:23
კალაძის ხელში ვხედავთ სადამსჯელო მექანიზმს, რომელსაც ცენზურისთვის იყენებს - გოგოლაძე კაფე "მზიურზე"

"ახალის" წევრი ანა გოგოლაძე ფიქრობს, რომ კაფე მზიურისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა პოლიტიკური ნიშნით მიიღო. ოპოზიციის წევრის თქმით, აღნიშნული კაფე ყოველთვის ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე იდგა და სწორედ ეს გახდა კალაძის მიერ სადამსჯელო მექანიზმის ამუშავების მიზეზი.  

კაფე მზიური ის დაწესებულებაა, რომელიც წლების განმავლობაში აფიქსირებდა თავის ევროპულ განწყობებს, გამოდიოდა რუსული კანონის წინააღმდეგ და კახი კალაძის ხელში ჩვენ ვხედავთ უბრალოდ, ძალაუფლების მექანიზმს, რომელსაც იყენებს ცენზურისთვის, იმიტომ, რომ ეს კაფე იყო ევროპის სადარაჯოზე, ამიტომ გადაწყვიტა, სადამსჯელო მექანიზმი აამუშაოს და დიდი ალბათობით, აუქციონზე როდესაც გაიტანენ ისევ თავის რომელიმე მომხრე ქოც ბიზნესმენს მისცემენ, - ამბობს ანა გოგოლაძე. 

"მზიურის"კაფე საფრთხეშია. სოციალურ საწარმოს გაუქმება ემუქრება. დაწესებულების ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ მერიას მზიურის შენობა აუქციონზე გააქვს და სხვა მეპატრონეს ამზადებენ. ქონების მართვის სააგენტოდან მზიურის კაფეში დოკუმენტი უკვე მივიდა.   

მსგავსი სიახლეები