დასაჯეთ მოძალადეები - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში

22.07.21 13:01
დასაჯეთ მოძალადეები - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში

საკანონმდებლო ორგანოში, ჟურნალისტებმა ბანერი გადმოფინეს წარწერით: "დასაჯეთ მოძალადეები". 

პლენარულ დარბაზში მყოფ მედიის წარმომადგენლებს ხელში ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ფოტოები უჭირავთ. 

ჟურნალისტები პროტესტის ამ ფორმით ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ქვეყნის მმართველი ორგანო ვალდებულია, 5-6 ივლისის მოვლენები ობიექტურად გამოიძიოს და მოძალადეები, ასევე ორგანიზატორები, დასაჯოს. 

მსგავსი სიახლეები