ვიცე გუბერნატორის მამა ამტკიცებს, რომ გიორგი სინჯიკაშვილი მარწყვის საკრეფად წავიდა (ვიდეო)

17.06.24 13:19
ვიცე გუბერნატორის მამა ამტკიცებს, რომ გიორგი სინჯიკაშვილი მარწყვის საკრეფად წავიდა (ვიდეო)

 

 

ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის მამა ამტკიცებს, რომ გიორგი სინჯიკაშვილი გურჯაანში, მარწყვის საკრეფად წავიდა.  გაუჩინარებული საჯარო მოხელის უახლოესი ოჯახის წევრი, "პირველებისთვის" მიცემულ, პირველ ინტერვიუში ირწმუნება,  რომ მისი შვილი, არა თუ  ქვეყნიდან გაიქცა, არამედ სოფელ ჩუმლაყში, მამიდასთან  იმყოფება და მოსავალს იღებს.

საჯარო მოხელის მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. გიორგი სინჯიკაშვილი არ საუბრობს, რატომ იყო მობილიზებული ცოცხალი ძალა მარტყოფში, სინჯიკაშვილების სახლთან, თუმცა ამბობს, რომ "თუ საჭირო იქნება", მის შვილს მთელი "ქვეყანა დაიცავს". 

ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის მამა "პირველებს" ეუბნება, რომ სახლთან კამერები არ არის დამონტაჟებული. 

ქვემო ქართლი ვიცე გუბერნატორის გარეშეა დარჩენილი. გიორგი სინჯიკაშვილი გაუჩინარებულია. "ხარებასთან" დიდ დაპირისპირებაში მყოფი საჯარო მოხელე, "პირველების" ინფორმაციით, ქვეყნიდან წავიდა. 

შაბათის ეთერის სკანდალური ჟურანალისტური გამოძიების ეთერში გასვლიდან უკვე 24 საათი გავიდა, თუმცა ხარებასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის დაპირისპირების ამბით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ შეგროვებული ფაქტებით ირკვევა, რომ სპეცრაზმელების ელიტურ ქვედანაყოფსა და ვიცე გუბერნატორის გაემოცვას შორის დაპირისპირება  რესტორანში დაიწყო, რაც შემდგომში საქმეს გარჩევასა და არაფორმალების ჩართვით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გაბრაზებული ხარებას შურისძიების შესაკავებლად გიორგი შინჯიკაშვილის მოკავშირეებმა მის სახლთან მორიგეობა დააწესესს და სოფლისკენ მიმავალი გზები ცოცხალი კედლით ჩაკეტეს.