დეკანოიძე კუჭავას: ქალზე ძალადობა არ შეიძლება, ასწავლეთ უმრავლესობის წევრებს

22.07.21 13:10
დეკანოიძე კუჭავას: ქალზე ძალადობა არ შეიძლება, ასწავლეთ  უმრავლესობის წევრებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ურჩევს, "ასწავლოს" მის კოლეგებს, რომ ქალზე ძალადობა არ შეიძლება. 

ქალზე ძალადობა არ შეიძლება, ასწავლეთ და უთხარით თქვენი უმრავლესობის წევრებს, ბატონო კახა - მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა კუჭავას. 

მისი თქმით, დეპუტატ ქალზე ძალადობას საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია: 

როდესაც კაცი დეპუტატი ქალს ეხება ფიზიკურად, ამას ხედავს ქუჩაში მოქალაქე და ამ დეპუტატებზე საკანონმდებლო ორგანოს რეაგირება არ აქვს, ბატონო კახა, მათ შორის თქვენი მიღებული კანონები, რაც დისკრიმინაციას შეეხებოდა, ყველაფერი წყალში იყრება",- თქვა დეკანოიძემ.