პესკოვი: ქართველი პოლიტიკოსების თხოვნას, გაუქმდეს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმი, შევისწავლით

17.06.24 13:56
პესკოვი: ქართველი პოლიტიკოსების თხოვნას, გაუქმდეს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმი, შევისწავლით

რუსეთის სახელმწიფო მეთაურის პრესმდივანი აცხადებს, რომ ქართველი პოლიტიკოსების თხოვნას ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, გადახედავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის უწყებები პარტია „საქართველოს სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წინადადებას გაანალიზებენ.

მართალი გითხრათ, მე არ მინახავს [ეს მიმართვა], მაგრამ თუ ეს ასეა, ჩვენ ამას ვნახავთ და, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი უწყებები გააანალიზებენ ამ მიმართვას, - თქვა კრემლის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების თხოვნით მიმართა. პარტიის წევრებმა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები