ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა - როგორ ამართლებს პაპუაშვილი ქალზე ძალადობას

22.07.21 13:26
ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა - როგორ ამართლებს პაპუაშვილი ქალზე ძალადობას

შალვა პაპუაშვილი დღეს დეპუტატ ქალზე ძალადობის გამართლებას შეეცადა და თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში თინა ბოკუჩავამ მადატურებზე იძალადა.

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მან ბოკუჩავასგან მომდინარე აგრესია აღკვეთა: 

აგრესია მოდიოდა ამ შემთხვევაში ქალბატონი თინასგან და სწორედ ამიტომ აკავებდა მას მანდატური. როდესაც აგრესია მოდის ადამიანისგან, იქ სქესს არ უნდა ამოეფაროს ადამიანი.

ბევრი რამე გვაქვს თქვენგან ნანახი, საღებავების გადასხმა გვაქვს ნანახი, რაღაც ნივთიერებების დასხმა გვაქვს ნანახი პარლამენტში და ბევრი რამ არის მოსალოდნელი. ეს ძალადობა კი არ არის, ეს არის აგრესიის აღკვეთა. ჩემი მხრიდან ეს იყო არათუ ძალადობა, ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა. ორ მანდატურს ეჭიდავებოდა და  ეს იყო არათუ ჩემი უფლება, მორალური ვალდებულებაც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.