კობახიძის მტკიცებით, რუსული კანონის მიღებამ მოლაპარაკებების გახსნის შანსები 0-დან 30 %-მდე ასწია

17.06.24 15:20
კობახიძის მტკიცებით, რუსული კანონის მიღებამ მოლაპარაკებების გახსნის შანსები 0-დან 30 %-მდე ასწია

რუსული კანონის მიღებამ მოლაპარაკებების გახსნის შანსები 0-დან 30 პროცენტამდე ასწია. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კანონის მიღება ქვეყნის ევრო ინტეგრაციას დროში დააჩქარეს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების გახსნის საკითხს ოპოზიციამ ფასი დაუკარგა.

"რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას და შანსებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი კანონის  ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო 0, ამ ლოგიკური დასკვნის გამტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან, დღეს ეს შანსი, კანონის მიღების შემდეგ, ეს შანსი არის გაზრდილი, დაახლოებით 20-30 პროცენტამდე. თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა. 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ სადაც პრინციპულად დადგები იქ შედეგსაც მიიღებ," - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები