რატომ არ არის თბილისში წყალი? - კალაძის აღიარება
რატომ არ არის თბილისში წყალი? - დედაქალაქის მერი აღიარებს, რომ GWP-ის ძალიან დიდი პრობლემები აქვს ქალაქში.
კახა კალაძე ამბობს, რომ ქსელი ამორტიზებულია და საჭიროებს განახლებას.
მათი ქსელი ამორტიზებულია, საჭიროებს განახლებას და ვთანამშრომლობთ კომპანიასთან. ყველა იმ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ, პირველი მოთხოვნა, რაც გვაქვს არის ქსელის მოწესრიგება, განახლება..."- თქვა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა დღეს თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანიაზე საუბრისას თქვა, რომ GWP საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" დროს შემოვიდა.
მან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერზე" საუბრისას ახსენა წინა ხელისუფლება და თქვა: "მაშინ, ბევრი სტრატეგიული ობიექტი გასცვისებულ იქნა რუსულ სახელმწიფო კომენანიებზე. ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ გასხვისებული იყო რუსულ კომპანიაზე".
აღსანიშნავია, რომ GWPის მფლობელი ესპანური კომპანია Aqualia-ია, შესაბამისად უცნობია, რატომ ახსენა მერმა რუსეთისთვის გადაცემულ სტრატეგიულ ობიექტებთან თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანია:
აღნიშნული კომოანია არის შემოყვანილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ისინი ყველაფერ რუსულს მიესალმებოდნენ. მაშინ, ბევრი სტრატეგიული ობიექტი გასცვისებულ იქნა რუსულ სახელმწიფო კომენანიებზე. ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ გასხვისებული იყო რუსულ კომპანიაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - GWP-ის ქსელი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამ კომპანიასთან და ყველა დიდ პროექტში მოგვყვება იმისთვის, რომ ქსელი განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.