პრემიერ-მინისტრი ისევ გაიპარა

22.07.21 13:32
პრემიერ-მინისტრი ისევ გაიპარა

პრემიერ-მინისტრი ისევ გაიპარა. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ღონისძიება, სადაც ჟურნალისტებიც იყვნენ, უკომენტაროდ დატოვა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამ გზით თავი აარიდა კითხვებს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს 5-6 ივლისის ძალადობის ირგვლივ აქვთ.

უკვე ორ კვირაზე მეტია, ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან არ ჩნდება და თუ გამოჩნდა, ისიც მხოლოდ იმ ჟურნალისტებთან და ტელევიზიებთან, რომლებზეც იცის, რომ წინასწარი  შეთანხმების გარეშე არაფერს იკითხავს.

მსგავსი სიახლეები