ადმინისტრაცია: მთავრობის წარდგინება საფრანგეთში ელჩისა და NATO-ში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტს არ მიუღია
მთავრობის წარდგინება საფრანგეთში საქართველოს ელჩისა და NATO-ში საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს არ მიუღია - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიწერა, რომელმაც თავის მხრივ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტსსადეპუტატო კითხვით მიმართა.
ირკვევა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არ გამართულა წინასწარი კონსულტაციები ელჩების კანდიდატურების შერჩევისა და კანდიდატურებზე შეთანხმების თაობაზე.
ცნობისთვის, წინა კვირას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ "პირველებთან" უარყო ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მის ელჩად დანიშნავს ხელი არ მოაწერა.
ექსმინისტრი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან მისი კანდიდატურა საერთოდ არ არის გადაგზავნილი.