"ოცნებამ" ლპობა დაიწყო - ოპოზიცია

17.06.24 18:27
"ოცნებამ" ლპობა დაიწყო - ოპოზიცია

"ქართული ოცნება", როგორც ძალადობრივი პოლიტიკური სისტემა, დალპება აუცილებლად და ეს ლპობა დაწყებულია" - ამის შესახებ "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე "ქართული ოცნების" ორ დაჯგუფებას შორის მომხდარ დიდ დაპირისპირებაზე კომენტირებისას საუბრობს. 

საუბარია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ზვიად ხარაზიშვილისა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის გიორგი შინჯიკაშვილის დაპირისპირებაზე. 

პარტია "ახალშიც" დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნების" არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ის მოძალადეებიც დასრულდებიან, რომლებსაც მმართველმა ზალამ ოფიციალური სტატუსი მისცა. 

გასაკვირი აქ არაფერი არ არის, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აიყვანა ხელისუფლებამ ძალადობა და მოძალადეებს მისცა ოფიციალური სტატუსი, ამგვარი მოძალადეები ხშირად ერთმანეთზეც ძალადობენ. დღეს ქვეყანაში ასობით ორგანიზებული დამნაშავე, მოძალადე ოფიციალური სტატუსით არსებობს ხელისუფლების მიერ შექმნილი. ეს ადამიანები მარცხდებიან "ქართულ ოცნებასთან" ერთად. ეს პოლიტიკა დამარცხდება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმთან ერთად", - ამბობს ნიკა მელია. 

რამხელა საფრთხეა ამ ხელისუფლების ძალაუფლებაში დატოვება. ამ ადამიანის, ივანიშვილის და ამ კონგლომერატის დატოვება ხელისუფლებაში, სადაც ამ მეთოდებით და ამ გაგებით იმართება და იღება ძალაუფლება კრიმინალური გარჩევების გზით", - თქვა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

დამნაშავის ჩამდენ პოლიციის თუ სამართალდამცავის ნიღაბქვეშ მყოფ ადამიანს ზღვარი აღარ აქვს დანაშაულთან დაკავშირებით, ამიტომ სადავეებიც გაქცეული აქვს და ისიც უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ამაზე დგანან ეს ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთის ჭამა და ხოცვა დაიწყეს", - ამბობს ვაშაძე.

შაბათის ეთერის სკანდალური ჟურანალისტური გამოძიების ეთერში გასვლიდან უკვე 24 საათი გავიდა, თუმცა ხარებასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის დაპირისპირების ამბით საგამოძიებო ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ შეგროვებული ფაქტებით ირკვევა, რომ სპეცრაზმელების ელიტურ ქვედანაყოფსა და ვიცე გუბერნატორის გაემოცვას შორის დაპირისპირება  რესტორანში დაიწყო, რაც შემდგომში საქმეს გარჩევასა და არაფორმალების ჩართვით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გაბრაზებული ხარებას შურისძიების შესაკავებლად გიორგი შინჯიკაშვილის მოკავშირეებმა მის სახლთან მორიგეობა დააწესესს და სოფლისკენ მიმავალი გზები ცოცხალი კედლით ჩაკეტეს. 

ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის მამა ამტკიცებს, რომ გიორგი სინჯიკაშვილი გურჯაანში, მარწყვის საკრეფად წავიდა.  გაუჩინარებული საჯარო მოხელის უახლოესი ოჯახის წევრი, "პირველებისთვის" მიცემულ, პირველ ინტერვიუში ირწმუნება,  რომ მისი შვილი, არა თუ  ქვეყნიდან გაიქცა, არამედ სოფელ ჩუმლაყში, მამიდასთან  იმყოფება და მოსავალს იღებს.

 

 

მსგავსი სიახლეები