მართულები არიან, ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ნაბიჯი შეიძლება გადაადგმევინონ - კობახიძე ოპოზიციაზე
პრემიერი ამტკიცებს, რომ გადაჯგუფებები ოპოზიციაში მათ ოპონენტებს არჩევნებში წარმატებას ვერ მოუტანს. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციური პარტიები გარედან მართულები არიან და შესაბამისად, გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ, რაც მისი მტკიცებით, "ჯაშუშის ბედია".
ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ნული დამოუკიდებლობა აქვთ ამ ე.წ. პარტიებს,. ვისაც ჰქვია ოპოზიცია, სინამდვილეში, ეს არის აბსოლუტურად მართული, შესაბამისად, ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ნაბიჯი შეიძლება გადაადგმევინო. ეს არის აგენტის, ჯაშუშის ბედი. აქაც გახარიას და ხაზარაძის მაგალითზე, ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას. და დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ და ისინიც მზად არიან, გაერთიანდნენ, - ამბობს კობახიძე.