"არც გახარია და არც "ლელო" არაფერს წარმოადგენენ" - კალაძე ოპოზიციის შესაძლო გადაჯგუფებაზე

17.06.24 18:17
"არც გახარია და არც "ლელო" არაფერს წარმოადგენენ" - კალაძე ოპოზიციის შესაძლო გადაჯგუფებაზე

"არც გახარია და არც "ლელო" არაფერს წარმოადგენს", - ასე აფასებს კახა კალაძე წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებას. დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ ოპონენტებს გარედან მართავენ და ისინიც იმას აკეთებენ რა დავალებასაც იღებენ. 

გიორგი გახარია არაფერს წარმოადგენს, არც „ლელო“. რასაც ეტყვიან, როგორც უბრძანებენ, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გახარია და „ლელო“ რა დაპირისპირებაში იყო ერთმანეტთან და რა სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს, ს ზოგადოებას კარგად ახსოვს. ყველაფერს გადააბიჯეს, იმიტომ, რომ ეუბნებიან, რომ მათ ასე უნდა გააკეთონ, ერთ პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ და.ა.შ., გარედან ვინც მართავს რადიკალებს, - ამბობს კალაძე. 

მსგავსი სიახლეები