ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს გახარიას მხრიდან - ლელო ექსპრემიერთან თანამშრომლობას გამორიცხავს
გავრცელებულ იფნრომაციას, თითქოს წინასაარჩევნიდ "ლელო" და გახარიას გუნდი ერთობის შექმნას გეგმავს, "ლელოში" კატეგორიულად უარყოფენ. ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ გახარიასთან დაკავშირებით საზოგადოებას უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს, ამიტომ მათთან თანამშრომლობას არ გეგმავენ.
ეს ყველაფერი ჰგავს ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას გიორგი გახარიას მხრიდან. ცალსახად და მკაფიო შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც წარსულშ არ ყოფილა რაიმე ტიპის კონსულტაცია და კომუნიკაცია გახარიას გუნდთან, არც აწმყოში მიმდინარეობს და არც მომავალში იგეგმება. საზოგადოებაშიც და „ლელოშიც“ არსებობს შეკითხვები გიორგი გახარიას გუნდის მიმარფთ წარსულთან დაკავშირეით, თუმცა არ გავაგრძელებ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ „ლელოს“ აქვს მორატორიუმი გამოცხადებული თავდაუსხმებლობის შესახებ, რომ უსაგნო კრიტიკა არ მიმდინარეობეს ოპოზიციურ პარტიებს შორის, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.