თათია ნიკოლაშვილი და ბარბარა ჯიმელი კოპენჰაგენის მერს, მია ნეიგარდს შეხვდნენ
ოზურგეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თათია ნიკოლაშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი, ბარბარა ჯიმელი დანიაში, კოპენჰაგენში, კოპენჰაგენის მერს, მია ნეიგარდს შეხვდნენ.
თათია ნიკოლაშვილის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობისა და გავლენის ზრდას გლობალურად.
ვიმყოფებით დანიაში, დემოკრატიულ, სახალხო ფესტივალზე, ბორნჰოლმის კუნძულზე. პროექტი ხორციელდება მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ, დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD) მხარდაჭერით. პროექტი პარალელურ რეჟიმში ხორციელდება საქართველოსა და ექვს ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობისა და გავლენის ზრდას გლობალურად.
შევხვდით კოპენჰაგენის მერს, Mia Nyegaard, რომელმაც გაგვიზიარა მისი გამოცდილება, ასევე ვიყავით სხვადასხვა მუნიციპალურ საკრებულოებში, სადაც ჩატარდა საერთაშორისო შეხვედრები, გავეცანით ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში ქალების წვლილს და მათ გამოწვევებს.“ - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.