ევროკავშირის სანქციების მოლოდინში - რა აღიარა დღეს კობახიძემ
პრემიერის აღიარება - კობახიძე ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს მინიმალური შანსი, ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგვიხსნას, თუმცა პრემიერი ამ კრახში მის დანაშაულს და რუსული კანონის როლს ვერ ხედავს.
დღეს ივანიშვილის პარტიის ლიდერმა, ისიც კი თქვა, რომ რუსულმა კანონმა საქართველოს ევროპაში გაწევრიანების შანსი გაზარდა.
არადა, "ოცნებისთვის", რომელიც რეალობას გაურბის მძიმე დღეების ათვლა დაწყებულია. ევროკავშირი თითქმის ყველა ფორმატში განიხილავს, რა დროს რა შეზღუდვები აამოქმედოს ოლიგარქის რეჟიმისთვის რუსული კანონის საპასუხოდ. მინისტრები თავს იმით მიშველიდნენ, რომ ამერიკის მსგავსად ევროკავშირი პერსონალურად მათ არ დაასანქცირებს, როგორც ჩანს მოლაპარაკებების გაყივნა "ოცნების" მეორეხარისხოვანი პრობლემაა.