ხალხის საერთო დიდი ტალღის და ცვლილების ნების წინააღმდეგ ივანიშვილი და მისი რეჟიმი ვერ წავა - პეტრიაშვილი
პარტია "დროას" წევრი, ალექსი პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" მმართველობას "სისხლიან რეჟიმს" უწოდებს და "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ მიუხედავად ივანიშვილის ხელისუფლების არაერთი მცდელობისა, ამჟამინდელი მთავრობა ქართველი ხალხის ნებაზე ვერ გაიმარჯვებს.
ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანების გარეშე ხელისუფლების მოწინააღმდეგეები სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ.
რეალურად, ხალხის საერთო დიდი ტალღის და ცვლილების ნების წინააღმდეგ ვერცერთი ხელისუფლება ვერ წავა. მათ წინააღმდეგ ვერცერთი ხელისუფლება ვერ წასულა და ახლაც ვერ წავა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. დღეს ეს პოლიტიკა სისხლიანია. მცდელობა არის დაშინების, მაგრამ ეს ხალხი ამ თავდასხმებიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოდის და ვერ გააჩერებს ხალხის ნებას ვერაფერი. იმისათვის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა გააცნობიეროს, რომ ეს უზარმაზარი ტალღა მათ გადალეკავს, საჭიროა, რომ ეს ტალღა შეიქმნას. ჩემი აზრით, ვერ შეიქმნება ცალ-ცალკე, ინდივიდუალური პარტიების მოქმედებით. უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქესთან მივიდეს ყველაზე მთავარი გზავნილი არჩევანის თაობაზე, ეს არის რეფერენდუმი, ეს არის არჩევანი ევროპის სასარგებლოდ და არცერთ შემთხვევაში არჩევანი რუსული "ოცნების" სასარგებლოდ. "ოცნება", რომელიც დასანქცირების რეჟიმში იმყოფება ახლა, ის იქნება იზოლირებული, ხელჩამოურთმეველი და დასანქცირებულ ხელისუფლებასთან, მხოლოდ და მხოლოდ, ისეთი ოდიოზური ლიდერები მოისურვებენ ურთიერთობას, როგორიც ლუკაშენკო და კიმ ჩენ ინია", - ამბობს პეტრიაშვილი.
ცნობისთვის, პარტია "დროას" ალექსი პეტრიაშვილი დღეს, 17 ივნისს შეუერთდება. ამის შესახებ მან საგანგებ ბრიფინგზე განაცხადა.
პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობაა და იმედოვნებს, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ კურსს დაუბრუნდება.