პროტესტის გამოხატვის უფლება გაქვთ, მაგრამ მიეცით პარლამენტს მუშაობის საშუალება - კუჭავა მედიას
პარლამენტის თავმჯდომარე მედიას პირობას აძლევს, რომ 5 ივლისს მომხდარ ძალადობაში დამნაშავე ყველა პირი დაისჯება. მანამდე კი კახა კუჭავა მედიას მოუწოდებს, არ გასცდეს თავისი საქმიანობის ფარგლებს და პარლამენტს ნორმალური მუშაობის საშუალება მისცეს.
ჩემი თხოვნა იქნება, რომ ჟურნალისტური საქმიანოიბა ახორციელოთ ისე, როგორც მანამდე ხდებოდა. დარდაზში არ მოხდეს დესტრუქციის და ჩაშლის საშუალება, თქვენი ქმედებებით, რომელიც სცდება ჟურნალისტურ საქმიანობას.
ჩემი თხოვნაა, დაუბრუნდეთ თქვენს საქმიანობას, პროტესტის გამოხატვის უფლება გაქვთ, თქვენ ეს განახორციელეთ, მაგრამ მივცეთ საშუალება, სხდომა გაგრძელდეს შესაბამისი ქწესით. მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან, ამაზე რეაგირება აუცილებლად იქნება, ამას მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს, იქნება ეს საგამოძიებო კომისია, თუ სხვა ფორმატი, რომ აუცილებლად მოხდეს ყველა მოძალადის დასჯა - განაცხადა კახა კუჭავამ.
დასაჯეთ მოძალადები- ამ მოწოდებით გაიხსნა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია. ჟურნალისტებმა ლექსო ლაშქარავას ფოტოსურათებით და ბანერებით გააპროტესტეს ხელისუფლების დამოკიდებულება დამოუკიდებელ მედიასაშულებებზე და მოითხოვეს საკუთარი უფლებების დაცვა.