ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის, გამარჯვება საქართველოს! - თინა ბოკუჩავა
დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის და მინდა ქუთაისიდან გამარჯვება ვუსურვო საქართველოს ნაკრებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ოპოზიციონერმა ლიდერმა მედიასთან საუბრის დროს, საქართველოს ნაკრებს ისტორიულ თამაშზე ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება უსურვა.
„უპირველეს ყოვლისა, დღეს ქუთაისიდან გამარჯვება მინდა ვუსურვო საქართველოს ნაკრებს. დღეს ნამდვილად ისტორიული დღე საქართველოსთვის, ასე რომ გამარჯვება საქართველოს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.