“გამარჯვება ჩვენს ბიჭებს, გამარჯვება საქართველოს!" - გიორგი ვაშაძე

18.06.24 11:50
“გამარჯვება ჩვენს ბიჭებს, გამარჯვება საქართველოს!" - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას უსურვებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ქართელი ფეხბურთელები უკვე გამარჯვებულები არიან, რადგან ევროპის ერთა შორის საპატიო ადგილი დაიკავეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ქართველი ხალხიც მალე შეაბიჯებს ევროპაში. 

“გამარჯვება ჩვენს ბიჭებს, გამარჯვება საქართველოს!

დღეს ყველა ვგულშემატკივრობთ საამაყო ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც უკვე მოიპოვა საპატიო ადგილი ევროპის ერთა შორის. 

მინდა მივულოცო ყველა ქართველ ფეხბურთელს - ისინი უკვე გამარჯვებულები არიან, რადგან მათ მოიპოვეს ქართველი ხალხის უდიდესი სიყვარული. 

მათთან ერთად ჩვენც ძალიან მალე შევაბიჯებთ ევროკავშირში! 

ძალა ერთობაშია!
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!” - ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები