„დღეს თითოეული ფეხბურთელი მთელი საქართველოს სახეა, ხოლო ჩვენ ყველა ერთად - მეთორმეტე მოთამაშე!" - ბოკუჩავა
„დღეს თითოეული ფეხბურთელი მთელი საქართველოს სახეა, ხოლო ჩვენ ყველა ერთად - მეთორმეტე მოთამაშე! ჩვენი გული ევროპაში ძგერს! გამარჯვება საქართველოს!“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ეს გზა ქვეყანას ქართველმა ფეხბურთელებმა გაუკვალეს.
26 მარტს ყველამ ერთად ვიზეიმეთ ჩვენი ბიჭების გასვლა ევროპაზე.
ქუჩები სიხარულმა, სიყვარულმა, აღფრთოვანებამ და იმედმა მოიცვა.
მთელი საქართველო ერთად მღეროდა. ყველა ერთად ვუმღეროდით ჩვენ ნაკრებს, რომ ,,ზღაპრის ბოლო კეთილია“
ყველა აღვივსეთ ერთიანობის მშვენიერი ემოციით.
ეს ემოცია მას მერე მოყვება ქვეყანას. ეს ემოცია უფრო ძლიერია ვიდრე სიძულვილის, დანაწევრების, გათითოკაცების სენი, რომელსაც ქვეყანა, როგორც ყოველთვის, ისევ ერთობით დაამარცხებს.
წინ ევროპაა - არა მხოლოდ ფეხბურთისთვის, არამედ ქვეყნისთვის და ეს გზა ჩვენმა ბიჭებმა გაგვიკვალეს.
18 ივნისს ჩვენები ევროპაში დორტმუნდში იწყებენ.
ერთად ვნახავთ მათ თავდადებას, თანადგომასა და გუნდურობას.
ეს ყველაფერი ცდება ფეხბურთსა და სპორტს - ეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობის მომენტია და ამ ერთიანობით ჩვენ საერთო, კუთვნილ ევროპულ ოჯახში ჩვენი ძლიერი სიტყვის თქმის დროა!
მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ ჩვენებს ევროპაზე!
დღეს თითოეული ფეხბურთელი მთელი საქართველოს სახეა, ხოლო ჩვენ ყველა ერთად - მეთორმეტე მოთამაშე!
ჩვენი გული ევროპაში ძგერს! გამარჯვება საქართველოს!“ -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.