"მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" - კალაძის საარჩევნო სლოგანი

22.07.21 16:38
"მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" - კალაძის საარჩევნო სლოგანი

"მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" - თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საარჩევნოდ ახალი სლოგანი წარადგინა. 

მზად ვართ, რომ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, რომ მეტი მწვანე სივრცე შევიტანოთ ყველა უბანში, რომ მეტი სპორტული მოედანი გავაჩინოთ ყველა უბანში, რომ მეტი განახლებული ავტობუსები და მირკოავტობუსები მოძრაობდეს დედაქალაქში იმისთვის, რომ მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ", - განაცხადა კალაძემ.