პრემიერი იტყუება - სალომე სამადაშვილი

18.06.24 15:45
პრემიერი იტყუება - სალომე სამადაშვილი

ირაკლი კობახიძე იტყუება - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მიღებით საქართველოსთან მოლაპარაკებების  გახსნის შანსი გაიზარდა.

სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერს პასუხს 27 ქვეყნის ლიდერი გასცემს, რომლებიც დეპუტატის თქმით, "გაუხსნიან მოლაპარაკებებს მოლდოვას და უკრაინას და ძალიან ნათლად ეტყვიან ქართველ ხალხს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები ერთადერთი მიზეზით არ იხსნება - ეს მიზეზი კი არის ის რომ ქვეყანას რუსული ხელისუფლება მართავს". 

სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული დავალება შეასრულა, როცა რუსული კანონი მიიღო. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ევროკავშირის მოთხოვნები ჩააგდო. 

ამასთან, ცნობილია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პასუხი - პიტერ სტანო კომენტარს "პირველებთან" აკეთებს და პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონი  საქართველოს  ევროკავშირს  აშორებს და ეს არის ფაქტი და არა უბრალოდ მოსაზრება.

მსგავსი სიახლეები