გალუზინმა 2008 წლის ომს "კრიმინალური ავანტიურა" უწოდა

18.06.24 16:09
გალუზინმა 2008 წლის ომს "კრიმინალური ავანტიურა" უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი სამთავრობო პროპაგანდისტულ გამოცემასთან Комсомо́льская пра́вда საუბრისას ირაკლი კობახიძის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

გალუზინმა 2008 წლის ომს "კრიმინალური ავანტიურა" უწოდა. მისი თქმით, "საქართველოს მთავრობამ გაკვეთილი ისწავლა კრიმინალური ავანტიურიდან და ის ახლა მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დაბრუნებას" მშვიდობიანი გზით". 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ "აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, მას შემდეგ რაც სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა ძალით დაებრუნებინა ერთი რესპუბლიკა საქართველოსთვის და მეორეს მსგავსი ქმედებებით დაემუქრა".

"ვფიქრობ, სოხუმისა და ცხინვალის რეაქცია უკვე პასუხია ამ [კობახიძის] განცხადებაზე. აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი შეეცადა ძალის გამოყენებით დაებრუნებინა ეს რესპუბლიკები საქართველოში. როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებამ ისწავლა გაკვეთილი ამ კრიმინალური ავანტიურიდან და ახლა მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დაბრუნებას” მშვიდობიანი გზებით". - თქვა სერგეი ლავროვის მოადგილემ. 

ლავროვის მოადგილის თქმით, ურთიერთობების ნორმალიზება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც "საქართველო მიიღებს არსებულ რეალობას და აღირებს რესპუბლიკების თანასწორობას":

"ამასთან დაკავშირებით, ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელმოწერას, ერთის მხრივ, და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტას შემდგომი დემარკაციის გზით, საკვანძო მნიშვნელობა აქვს." ამბობს გალუზინი.

მსგავსი სიახლეები