"პატარა საქართველო აქ არის" - ბუდუ ზივზივაძის მამა

18.06.24 18:14
"პატარა საქართველო აქ არის" - ბუდუ ზივზივაძის მამა

„პატარა საქართველო აქ არის,“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ბუდუ ზივზივაძის მამამ „დღის ამბებთან“ ისაუბრა.

როგორც კახა ზივზივაძე ამბობს, დორტმუნდში იგრძნობა ის დადებითი მუხტი, რაც ქართველებს აქვთ.

არ გვაშინებს ეს მდგომარეობა (ამინდი), ყველანი იმ განწყობაზე ვრთ, რომ აუცილებლად დღეს ჩვენი გუნდი იბრძოლებს და ყველაფერს დადებს იმისთვის, რომ საქართველომ გაიხაროს. 
ველოდებით ბრძოლას ბიჭების ბოლომდე, რომლებიც მთელ საქართველოს ასახელებენ და მჯერა, რომ ამინდი არ იმოქმედებს და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.
თურქები სტადიონზე რაოდენობით გვჯობიან, მაგრამ ჩვენ ჩვენს სიტყვას გვჯერა, რომ ვიტყით და მთელ საქართველოს გავახარებთ,“ - ამბობს ზივზივაძე.

დორტმუნდში ქართველი გულშემატკივრების მსვლელობა დაიწყო. ქართველი ქომაგების არმია ქალაქის ცენტრალური პარკიდან დაიძრა და სტადიონისკენ მიემართებიან.

 

მსგავსი სიახლეები