ღარიბაშვილი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ - თეა წულუკიანი მედიას

22.07.21 16:48
ღარიბაშვილი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ - თეა წულუკიანი მედიას

საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ მედიას თუ რამის თავი აქვს, პრემიერისა და შსს მინისტრის გადაყენება შეუძლია, თუმცა, თეა წულუკიანის თქმით, მიზეზშედეგობრივი კავშირი ტვ პირველის ოპერატორის ცემას და გადარაცვალებას შორის ამ ეტაპზე არ არსებობს.

ტვ პირველს და ყველას გიპასუხებთ -  რომ არ უნდა გადადგნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გონელაური და მთავრობა. ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. პირველი შედეგები აჩვენებს იმას, რომ სავარაუდოდ არავითარი მიზეზშედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. ეს ვარაუდია. დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები მერე უნდა ვეძებოთ - განაცხადა თეა წულიკიანმა.

კულტურის მინისტრმა დღეს სენაკში რეაბილიტირებული თეატრის შენობა გახსნა. ჟურნალისტების შეკითხვამ თეა წულუკიანი ისე გააღიზიანა, რომ ერთ-ერთი კრიტიკული მედიის წარმომადგენელს ხელიდან მიკროფონი გამოგლიჯა.