დორტმუნდის ქუჩებში შეიძლება ითქვას, რომ პატარა საქართველოა. ქართველები სტადიონზე ყველაზე ადრე მოვიდნენ - შენგელია

18.06.24 18:26
დორტმუნდის ქუჩებში შეიძლება ითქვას, რომ პატარა საქართველოა. ქართველები სტადიონზე ყველაზე ადრე მოვიდნენ - შენგელია

"დორტმუნდის ქუჩებში შეიძლება ითქვას, რომ პატარა საქართველოა. ქართველები მოვიდნენ ყველაზე ადრე ამ სტადიონზე,“ - ამის შესახებ ბაჩანა შენგელია „დღის ამბებთან“ საუბრობს.

შენგელია, რომელიც დორტმუნდი იმყოფება და ეროვნული ნაკრების თამაშს ელოდება, ამბობს, რომ საოცარი განწყობაა სტადიონზე, ქართველი გულშემატკივრების დიდი ნაწილი უკვე მისულია საგულშემატკივროდ.

ბაჩანა შენგელიას თქმით, მსვლელობა, რომელიც ქართველებმა დორტმუნდში გამართეს იყო ორგანიზებული და ამაღლებული განწყობა შეიქმნა თამაშის დაწყებამდე.

საოცარი დღეა, წარმოუდგენელი დღეა, დღე, როდესაც იწერება ჩვენი ისტორია, არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ საქართველოს ისტორიაც. ხედავთ სტადიონსაც, თითქმის 2 საათი რჩება თამასის დაწყებამდე და ქართველების უმეტესობა უკვე ადგილზეა. იყო საოცარი მსვლელობა, ძალიან ორგანიზებული. ქუჩები გადავსებული იყო და უწყვეტი ჯაჭვით მოდიოდა „საქართველო“, „საქართველოს“ ძახილით და ჩვენი ჰიმნის სიმღერით. 
როგორც ვიცით, გაცილებით უფრო მეტი თურქ გულშემატკივარი ესწრება, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ გაცილებით მეტნი ვჩანვართ ჩვენ,“ - ამბობს ბაჩანა შენგელია.

მსგავსი სიახლეები