საქართველოს ნაკრების წარმატება პოლიტიკაშიც ითარგმნება - მსოფლიო მედია საქართველოზე ლაპარაკობს
რთული მატჩი, თუმცა შანსი ქართველი ფეხბურთელებისთვის აჩვენოს კარგი თამაში და წარმატებას მიაღწიოს. დღეს მსოფლიო მედია საქართველოზე ლაპარაკობს. რას ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა და როგორ მივიდა საქართველოს ნაკრები ამ ისტორიულ თამაშამდე? ამ დღეზე მთლიანად ქვეყანა ოცნებობდა და დღეს საქართველოს ნაკრები იმ ფორმაშია, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლია წარმატების მიღწევა. მედია ქართველი ფეხბურთელების მაღალ კლასზე ამახვილებს ყურადრებას.
ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთი და საქართველოს ნაკრების წარმატება პოლიტიკაშიც ითარგმნება. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ნიშნავს უფრო ახლოს ევროპასთან. მედიას არც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება დავიწყებია და 26 მარტის მოვლენებს იხსენებს, როდესაც თბილისი პროევროპულმა აქციებმა მოიცვა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება იყო ერთგვარი შვება იმ ქართველებისთვის, რომლებიც ქვეყნის მომავალს ქუჩაში იცავდნენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.