"რუსული კანონი საქრთველოს EU-ს აშორებს" - ბრიუსელი კობახიძეს ტყუილში ამხელს

18.06.24 20:30
 "რუსული კანონი საქრთველოს EU-ს აშორებს" - ბრიუსელი კობახიძეს ტყუილში ამხელს

 

 

პასუხი ბრუსელიდან და სიცრუეში მხილებული საქართველოს პრემიერი - რუსული კანონი საქრთველოს ევროკავშირს აშორებს და ეს არის ფაქტი -  ეროპული საბჭოს პრეზიდენტის სპიკერმა კობახიძის ტყუილებს წერტილი დაუსვა. პირველების კითხვაზე პიტერ სტანო პასუხობს, რომ ანტიევროპული კანონი რეაგირების გარეშე არ დარჩება და ახლა "ქართული ოცნება" ლუქსემბურგში ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უნდა დაელოდოს. 

ბრუსელში თვლიან, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ კანონით ევროგაერთიანებასა და საქართველოს შორის დიდი უფრსკული გააჩინა, ამიტომ ახლა ევროპელი ლიდერები საპასუხო მექანიზმებზე მსჯელობენ. არადა, საქართველოს პრემიერი მეორე დღეა ჯიუტად ამტკიცებს, რომ რუსულმა კანონმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შანსი გაზარდა. კობახიძემ სიცრუის პროპაგანდაში საკუთარ თავასც აჯობა - ეს უკვე ოპოზიციის შეფასებაა პრემიერის სკანდალურ განცხადებაზე.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები