ძალიან კარგი განწყობაა და დღევანდელი მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება - ქოჩორაშვილის მამა

18.06.24 19:16
ძალიან კარგი განწყობაა და დღევანდელი მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება - ქოჩორაშვილის მამა

"ქართველი ხალხი გაიმარჯვებს დღევანდელ მატჩში," - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის მამა საუბრობს.

დორტმუნდში როინ ქოჩორაშვილი სტადიონზე იმყოფება და აანონსებს, რომ დღევანდელი მატჩი ქართველების გამარჯვებით დასრულდება.

ძალიან კარგი განწყობაა და ვფიქრობ, რომ დღევანდელი მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს დღევანდელ მატჩში,“ - ამბობს როინ ქოჩორაშვილი.

ქოჩორაშვილთან ერთად ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობს გიორგი გახარიაც. დორტმუნდში ჩასული "საქართველოსთვის" ლიდერი ამბობს, რომ სტადიონზე საოცარი განწყობაა და მოლოდინია გამარჯვების.

საოცარი განწყობაა, ადამიანები ისეთი შემართებით არიან, დარწმუნებული ვართ ყველა, რომ გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ სახელოვნად. ძალიან ბევრი ხალხია, სულ საქართველოს ქომაგების ტრიბუნებია და საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ,“ - ამბობს გახარია. 
 

 

მსგავსი სიახლეები