"ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, ბოლომდე იბრძოლეს" - ქართველი გულშემატკივრების ემოციები

18.06.24 22:02
"ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, ბოლომდე იბრძოლეს" - ქართველი გულშემატკივრების ემოციები

"საქართველოს გაუმარჯოს" - ამ სიტყვებს სკანდირებენ ახლა მიხელ მესხის სტადიონზე შეკრებილი ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები.

დორტმუნდში, სადაც საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები შეხვდნენ, თურქეთის გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა ქართველი გულშემატკივრები ამბობენ, რომ კიდევ ორი თამაში ელის ფეხბურთელებს და ყველაფერი წინ არის. 

ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს და ყოველთვის მჯერა მათი გამარჯვების. კიდევ გვაქვს ორი შანსი და აუცილებლად მოვიგებთ. ძალიან დამაკლდა ბუდუ და გვინდოდა, რომ უფრო ადრე გამოეყვანათ,“ - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, ბოლომდე იბრძოლეს, გული დადეს, ყველაფერი გააკეთეს, ცოტა არ გაგვიმართლა, გამოცდილება მიიღეს, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელებენ და წინ დიდი გამარჯვება გველოდება,“ - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

მსგავსი სიახლეები