სეფაშვილი: როგორც დებიუტანტებმა არ ითამაშეს ისე, ძალიან მაღალი კლასი აჩვენეს

18.06.24 22:34
სეფაშვილი: როგორც დებიუტანტებმა არ ითამაშეს ისე, ძალიან მაღალი კლასი აჩვენეს

"როგორც დებიუტანტებმა არ ითამაშეს ისე, ძალიან მაღალი კლასი აჩვენეს," - ასე ეხმაურება მერაბ სეფაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს.

არაჩვეულებრივად იბრძოლეს ბიჭებმა, ძალიან კარგი თამაში აჩვენებს. დიდი გუნდები - ბრაზილია, არგენტინა აგებს. როგორც დებიუტანტებმა არ ითამაშეს ისე, ძალიან მაღალი კლასი აჩვენეს ჩვენმა ბიჭებმა,“ - ამბობს სეფაშვილი.

დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა დასრულდა. თურქეთი 3:1 საქართველო - ეს იყო თამაშის საბოლოო შედეგი.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

მომდევნო თამაში ეროვნულ ნაკრებს 22 ივნისს ჩეხეთთნ უწევს. 26 ივნისს კი საქართველო პორტუგალიას შეხვდება.

 

მსგავსი სიახლეები