NY TIMES: თურქეთისა და საქართველოს შეხვედრამ ევრო 2024 ახალ დონეზე აიყვანა

18.06.24 23:21
NY TIMES: თურქეთისა და საქართველოს შეხვედრამ ევრო 2024 ახალ დონეზე აიყვანა

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების თამაშს New York Times ეხმაურება. გამოცემა წერს, რომ საქართველოსთვის ჯერ დასრულებული არ არის:

ევრო 2024 საოცარი ატმოსფეროთი, ხარისხითა და გულშემატკივრების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, მაგრამ თურქეთისა და საქართველოს შეხვედრამ ეს ყველაფერი ახალ დონეზე აიყვანა“ - წერს გამოცემა.

დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა დასრულდა. თურქეთი 3:1 საქართველო - ასე დასრულდა დღევანდელი თამაში. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა.

მომდევნო თამაში ეროვნულ ნაკრებს 22 ივნისს ჩეხეთთნ უწევს. 26 ივნისს კი საქართველო პორტუგალიას შეხვდება. 

 

მსგავსი სიახლეები