ლოჩოშვილი: რთული თამაში გამოვიდა, შემდეგ თამაშებში შევეცდებით, რომ უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი
"რთული თამაში გამოვიდა, შემდეგ თამაშებში შევეცდებით, რომ უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი და მაქსიმალური გავაკეთოთ, რომ წარმატებული შედეგი დავდოთ", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი საუბრობს.
როგორც ლოჩოშვილი ამბობს, გუნდი პირველ წუთებზე ნერვიულობდა, თუმცა შემდეგ შეძლო თამაშის შემობრუნება. ლოჩოშვილის თქმით, ეროვნული ნაკრები მომდევნო თამაშებში თავს უკეთ წარმოაჩენს.
რთული თამაში გამოვიდა, პირველი წუთები ოდნავ იგრძნობოდა ნერვიულობა, რადგან ასეთ დიდ ტურნირზე პირველი თამაში იყო ჩვენი. ვფიქრობ, რაც დრო გავიდა, თამაშში შევედით, ჩვენი სახე წარმოვაჩინეთ და ვფიქრობ, რომ თამაში გავათანაბრეთ და ბოლო წუთებში უკვე აქტიურად ვცდილობდით გათანაბრებას. ვფიქრობ, რომ თამაშიდან გამომდინარე, უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით და რა თქმა უნდა, ეს იმედგაცრუების გრძნობა არის, მაგრამ პირველი თამაში ყოველთვის უფრო ძნელია და შემდეგ თამაშებში შევეცდებით, რომ უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი და მაქსიმალური გავაკეთოთ, რომ წარმატებული შედეგი დავდოთ,“ - ამბობს ლოჩოშვილი.
დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა დასრულდა. თურქეთი 3:1 საქართველო - ასე დასრულდა დღევანდელი თამაში. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა.
მომდევნო თამაში ეროვნულ ნაკრებს 22 ივნისს ჩეხეთთნ უწევს. 26 ივნისს კი საქართველო პორტუგალიას შეხვდება.