უნდა დასანქცირდნენ ივანიშვილი და ყველა ის დეპუტატი, ვინც ამ კანონს ხმა მისცა - ესტონეთის პარლამენტის წევრი

19.06.24 12:02
უნდა დასანქცირდნენ ივანიშვილი და ყველა ის დეპუტატი, ვინც ამ კანონს ხმა მისცა - ესტონეთის პარლამენტის წევრი

ამერიკული სანქციების შემდეგ, შესაძლოა, ივანიშვილის პარტიას ევროპული სანქციებიც წამოეწიოს. ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოში უკვე დამტკიცებულია რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტარები „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის ევროპაში მოგზაურობის შეზღუდვას და მათთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. ევროპელ პოლიტიკოსებს მიჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" რუსეთის გზას დაადგა და ამ გზაზე რუსული კანონი მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

 ესტონეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კალევ სტოიჩესკუ "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მტკიცედ ემხრობა მიზანმიმართულ, კონკრეტულ სანქციებს, მათ შორის სამოგზაურო შეზღუდვებს ბიძინა ივანიშვილისა და იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებაზე არიან პასუხისმგებელნი.

მე სავსებით ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის დასჯას. მისი მტავრობის, ყველა დეპუტატის, ვინც ამ კანონს ხმა მისცა და ყველა სხვა პირს, რომელიც პასუხისმგებელია. ვეთანხმები ძალიან ძალიან ფრთხილად და მიზანმიმართულ სანქციებს მათ წინააღმდეგ. მეტიც, ვიტყოდი, რომ მათ ევროპაში შესვლაც კი უნდა შეეზღუდოთ. თუ ასეთ კანონებს იღებ, რატომ უნდა იმოგზაურო ევროპაში? შენ არ ხარ დაინტერესებული ევროპელობით, მაგრამ არ მსურდა ხელი მომეწერა იმისთვის, რაც შეიძლება, დემოტივაცია აღმოჩნდეს ქართველებისთვის. მე იმ ქართველების გვერდით ვარ, ვინც პროევროპელია, ვისაც სურს ამ კურისის შენარჩუნება. განცხადების ბოლო ნაწილი გულისხმობს ესტონეთის მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის მოწოდებას, დაასრულოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლება. ამას ხელს ვერ მოვაწერდი, რადგან ვფიქრობდი, ეს იქნებოდა დემოტივაცია იმ ქართველებისთის, ვინც ქუჩებში გამოდიოდა და მხნედ აპროტესტებდა ამ კანონს. ეს იქნებოდა კოლექტიური სასჯელი, რომელიც მათაც შეეხებოდა", - ამბობს კალევ სტოიჩესკუ.

ესტონეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ რუსული კანონის მიიღებას საქართველოს  ხელისუფლების მხრიდან სხვა კანონების მირებაც მიჰყვება. 

"ეს იყო ტესტი ქართველებისთვის, მიიღებდნენ თუ არა მას" - ამბობს ესტონეთის პარლამენტის წევრი.

თავისთავად ამ იარლიყის მიწებება დისკრიმინაციულია. მაგრამ ეს პოლიტიკა ცხადია, რომ იარლიყებსაც სცდება. მას, შემდეგ, უფრო და უფრო მეტი საფეხური აქვს. როდესაც ასეთი კანონია მიღებული, უნდა ელოდო, რომ მას სხვებიც მიჰყვება.

ეს ტესტი იყო ქართველებისთვის, მიიღებდნენ თუ არა მას. არ ვიცი პროცენტული განსხვავება, მაგრამ ვფიქრობ [მოსახლეობის] ნახევარი თუ მეტი, ეწინააღმდეგება მას. რაც უნდა იყოს, ამ ნარატივს ვერაფრით დავეთანხმებოდი", ამბობს კალევ სტოიჩესკუ.

44 დეპუტატის მიერ წარდგენილ განცხადებას, ესტონეთის პარლამენტის 57-მა წევრმა მხარი 11 ივნისს დაუჭირა.

 

მსგავსი სიახლეები