"ივანიშვილი რუხი კარდინალია, რომელიც რუსეთის თამაშს თამაშობს" - ესტონეთის პარლამენტის წევრი
როგორ ისახება რუსული კანონის მირება და პარტნიორებთან გართულებული სტრატეგიული ურთიერთობები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე? - ესტონეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კალევ სტოიჩესკუ "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი მოკავშირეებთან თანამშრომლობა და მათი მხრიდან სამხედრო მხადაჭერა შეფერხდება, საქართველოს რეალური სამხედრო შესაძლებლობები დაზარალდება.
კალევ სტოიჩესკუ ბიძინა ივანიშვილს "რუხ კარდინალად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ "ოცნების"დამფუძნებელი "რუსების მხარეს თამაშობს".
საქართველოს პოლიტიკა [ამ კუთხით] უფრო და უფრო მეტადაა ნაკარნახევი ივანიშვილის მიერ. რა თავდაცვაზე ვსაუბრობთ? ის რუსების მხარეს თამაშობს, ასე არაა?! ასეთ საკითხებზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ, როცა ქვეყანას მართლა სურს რუსეთისგან დამოუკიდებლობა, ნამდვილი დემოკრატიის ქონა და თავის დაცვა. მე არ ვიცი რას ფიქრობს ის [ივანიშვილი]. ის ახლა რუხი კარდინალია, რომელიც თამაშს ხელმძღვანელობს.
რა თქმა უნდა საქართველოს რეალური სამხედრო შესაძლებლობები დაზარალდება, თუკი მოკავშირეებთან თანამშრომლობა და მათი მხრიდან სამხედრო მხადაჭერა შეფერხდება. ამას თქმაც არ სჭირდება. ამიტომ, არ მაქვს კარგი პასუხი ამ თემაზე გარდა იმისა, რომ მხარს ვუჭერ ქართველებს, რომლებიც პრო-დასავლურები და პრო-ევროპელები არიან, დარჩნენ თავიანთი იდეალების ერთგულნი და ერთ დღესაც ისინი გაიმარჯვებენ. მაგრამ მე ვერ ვიტყვი, როდის იქნება ეს", - ამბობს სტოიჩესკუ