რა სადამსჯელო ზომები მოჰყვება საქართველოში რუსული კანონის მიღებას - ჰერჩინსკის თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა
რა სადამსჯელო ზომები მოჰყვება საქართველოში რუსული კანონის მიღებას - საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ბრიუსელი ყველა ვარიანტს განიხილავს. პაველ ჰერჩინსკის თქმით, საკითხზე ევროპული საბჭოს სამიტზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.
დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირიში გასაწევრიანებლად უკვე მნოლაპარაკებებს იწყებს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.
ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ევროკავშირში მოვამზადეთ მენიუ, რომელიც მათ შორის გაზიარებული იყო ევროკავშირის წევრებთან. ახლა მათი გადასაწყვეტია ყველაფერი, რომელი პუნქტები შესრულდა ამ მენიუდან. გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხილული საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, შემდეგ კი ევროპული საბჭოს სამიტზე. ეს ხდება იმ დროს, როდესაც მოლდოვა და უკრაინა ხსნის მოლაპარაკებებს და ძალიან გულგასატეხია, როცა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, პრაქტიკულად, გაჩერებულია, გაყინულია, - ამბობს ჰერჩინსკი.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად 5 დღეში ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი მსჯელობა დაიწყება. საკითხზე ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ლუქსმებურგში იმსჯელებენ, შემდეგ კი უკვე სადამსაჯელო ღონისძიებებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტები და პრემიერიები იმსჯელებენ.