დღეს ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები არიან დასანქცირებულები - ბოკუჩავა

19.06.24 13:50
დღეს ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები არიან დასანქცირებულები - ბოკუჩავა

"დღეს ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები არიან დასანქცირებულები" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გამოცხადებულ სანქციების პირველ პაკეტს აუცილებლად მოყვება ფინანსური შეზღუდვებიც.

დღეს ელჩმა დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვსაუბრობდით, რომ დიახ, დანამდვილებით მოხდა ივანიშვილის პარტიის წევრების დასანქცირება, ეს არის სავიზო შეზღუდვები აშშ-ის მხრიდან, რომელიც ითვალისწინებს არსებული ვიზების გაუქმებას, ხოლო მომავალში ნებისმიერი მათგანისგან, რომელიც სანქციების სიაშია მოხვედრილი, მიმართვის შემთხვევაში ავტომატურ უარს. ეს არის პირველი ტალღა სანქციების, რომელსაც აუცილებლად მალე მოჰყვება ფინანსური სანქციები. რა თქმა უნდა, ისინი უარყოფენ ამ ინფორმაციას იმისთვის, რომ შეინარჩუნონ იმიჯი საზოგადოების თვალში თითქოს და ამერიკა თვის სიტყვას არ ასრულებს ან არ მოქმედებს იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც ღიად დააანონსა მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯიმ ო ბრაიენმა, რომელიც საქართველოში იყო ვიზიტით რამდენიმე კვირის წინ" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები