29 აპრილის მიმართვაში ივანიშვილმა ღიად ისაუბრა, რომ მან აირჩია საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია და ზურგი შეაქცია დასავლეთს - ბოკუჩავა
"29 აპრილის მიმართვაში ივანიშვილმა ღიად ისაუბრა, რომ მან აირჩია საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია და ზურგი შეაქცია დასავლეთს" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს არის მცდელობა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მეგობრები მტრად, ხოლო მტრები მეგობრებად წარმოაჩინოს.
დიდი ხნის მანძილზე, ივანიშვილის ხელისუფლება ღიად ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებდა, თუმცა 29 აპრილის მიმართვაში, რუსთაველის გამზირზე, ივანიშვილმა უკვე ღიად ისაუბრა იმაზე, რომ მან აირჩია საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია და ზურგი შეაქცია დასავლეთს.
ეს არის მცდელობა, რომ საქართველოს მეგობრები ივანიშვილმა წარმოაჩინოს მტრად, ხოლო მტრები მეგობრებად. მაგრამ ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული მომავლის მთავარი მტერი - ეს არის რუსეთი, და ვინ არის ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობის და კეთილდღეობის გარანტი - ეს არის ევროატლანტიკური მომავალი, რომლის რეალიზებაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.