გუშინ ერი ერთიანი იყო, ახლა აუცილებელია ერთიანობა ვაჩვენოთ ცვლილებების, ევროპის და გამარჯვების აუცილებლობაში - მანჯგალაძე
"გუშინ ერი ერთიანი იყო, ახლა აუცილებელია ერთიანობა ვაჩვენოთ ცვლილებების, ევროპის და გამარჯვების აუცილებლობაში" - ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
მანჯგალაძემ გუშინდელი თამაშისთვის საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მადლობა გადაუხადა.
მადლობა ჩვენს ბიჭებს, მართლა თავდაუზოგავად იბრძოლეს ბოლომდე, უბრალოდ არ გაგვიმართლა.
მჯერა, რომ ჩვენს ბიჭებს თავის სიტყვა ჯერ არ უთქვამთ და კიდევ ბევრ გამარჯვებებს გვაჩუქებენ, რაც ძალიან გვჭირდება ყველას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს და არა მხოლოდ ფეხბურთში და სპორტში.
ის, რომ ევროპის ერთა შორის ასე მაღალ დონეზე წარმოვაჩინეთ საქართველო, ძალიან საამაყოა. ბიჭები უკვე შევიდნენ ევროპაში, ეხლა მთავარია, საქართველო მალე გახდეს ევროკავშირის წევრი.
გუშინ ერი ერთიანი იყო, ეხლა აუცილებელია ერთიანობა ვაჩვენოთ ცვლილებების, ევროპის და გამარჯვების აუცილებლობაში” - განაცხადა მანჯგალაძემ.