დარწმუნებული ვარ "ოცნებაში" არის დაპირისპირება და ჩხუბობენ სიებთან დაკავშირებით - ცისკარიშვილი

19.06.24 14:00
დარწმუნებული ვარ "ოცნებაში" არის დაპირისპირება და ჩხუბობენ სიებთან დაკავშირებით - ცისკარიშვილი

"დარწმუნებული ვარ "ოცნებაში" არის დაპირისპირება. ჩხუბობენ სიებთან დაკავშირებით, საარჩევნო საპარლამენტო სიაში ვის რამდენი კვოტა ექნება, ვინ წინ იქნება, ვინ უკან იქნება, ბევრი საკითხი აქვთ გასარჩევი" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებას.

ცისკარიშვილის თქმით, ახლა მთავარია, რომ 2024 წლის არჩევნებზე "ოცნებამ" ძალაუფლება დაკარგოს. 

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლა რუსთაველის გამზირზე, სადაც ის უტიფრად ამტკიცებდა, რომ ეს კანონი არის მისაღები, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირშიც შევალთ. ამ კაცის საგარეო ორიენტირები, პროგნოზები, საქართველოს შიგნით რა რეფორმები არის გასატარებელი იმისათვის, რომ ეკონომიკურად გავძლიერდეთ, ევროპას დაუახლოვდეს, დემოკრატიულის ფასეულობების ერთგულება ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს, საერთოდ აღრეული აქვს, მას წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის მმართველობაზე, ამიტომ ის სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს პირველივე არჩევნებზე ძალაუფლებას, რადგან ივანიშვილმა და თავისმა დაჯგუფებამ მთელი საქართველო გახვიეს დიდ შარში. შიგნით რა დაპირისპირებები აქვთ და მე დარწმუნებული ვარ, ასეთი დაპირისპირებები არსებობს, რა ტიპის საუბრებია არ ვიცი, არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისინი დავობენ, ჩხუბობენ სიებთან დაკავშირებით, საარჩევნო საპარლამენტო სიაში ვის რამდენი კვოტა ექნება, ვინ წინ იქნება, ვინ უკან იქნება ამ სიაში, ბევრი საკითხი აქვთ გასარჩევი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ესენი ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას, რადგან მთლიანად ქვეყანას ხვევენ დიდ შარში.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები